პოლიტიკა

The Insider: შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს

შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს. ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს.

მისი ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების საეჭვო აქტივობა შეინიშნება. კერძოდ, ობიექტზე შევიდა სატვირთო ავტომობილების კოლონა და, როგორც The Insider-ის წყაროები ამბობენ, იქ დანაღმვითი სამუშაოები ჩატარდა.

გამოცემის ცნობით, ოკუპანტები ნაღმებს ენერგობლოკებთან ახლოს, ნაწილს კი უშუალოდ ენერგობლოკში ინახავენ.

რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს 4 მარტიდან აკონტროლებენ.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია