ომის ვეტერანებისთვის 8 აგვისტოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტი უფასოა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გვსურს ჩვენი დიდი პატივისცემა გამოვხატოთ საქართველოს მომავლისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლი ომის ვეტერანების მიმართ.
თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გისურვებთ მშვიდობას, დღეგრძელობას და მხნეობას!
გვსურს, ასევე, პატივი მივაგოთ, ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის
თქვენს მიმართ მადლიერება, გვსურს სიმბოლური საჩუქრით გამოვხატოთ. 8 აგვისტოს საქართველოს 6 დაცულ ტერიტორიაზე შესვლა ომის ვეტერანებისთვის უფასო იქნება:
- მარტვილის კანიონი
- ოკაცეს კანიონი
- ოკაცეს ჩანჩქერი
- პრომეთეს მღვიმე
- სათაფლია
- წალკის კანიონი
ვიზიტის დროს, გთხოვთ, თან იქონიოთ ვეტერანის მოწმობა“, – ნათქვამია განცხადებაში.