პოლიტიკა

რუსული ვერტმფრენი ესტონეთის საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შევიდა

რუსული ვერტმფრენი “მი-8” ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა.

რუსულმა ვერტმფრენმა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ესტონეთის თვალთახედვით, ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო შემთხვევაა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი პროტესტის გამოხატვის მიზნით დაიბარეს.

რუს დიპლომატს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტონეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის შესახებ ნოტაც გადასცეს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია