პოლიტიკა

ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს: მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

სამიტი თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყება.

ასევე ნახეთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია