პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი – უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო უკრაინა იმდენს ხანს გაუწევს დახმარებას, რამდენიც საჭირო იქნება.

ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას დამოუკიდებლობის დღის მოპოვებიდან, ეს მხარდაჭერა კი, კიდევ უფრო გაძლიერდა, რუსეთის უკრაინაში უკანონოდ შეჭრის შემდეგ.

„ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური სივრცისთვის. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და უკრაინა გაიმარჯვებს“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია