პოლიტიკა

ბაიდენმა უკრაინისთვის $675 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $675 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას, მათ შორის “Humvee”-ის საბრძოლო მანქანებს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც მინისტრებმა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმა უნდა განიხილონ.

უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განსახილველად ათობით ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა “რამშტაინის” ბაზაზე მიმდინარეობს. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს.

აღნიშნული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც რიგით მეხუთეა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ განიხილავენ, თუ როგორ შეუძლიათ მოკავშირე ქვეყნებს უკრაინის ძალების გაწვრთნა და მათი თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება.

“საკონტაქტო ჯგუფს სჭირდება შეთანხმება უკრაინის მამაცი დამცველების გრძელვადიან მხარდაჭერაზე. ეს ნიშნავს შესაძლებლობების მუდმივ და მტკიცე ნაკადს ახლა”, – თქვა ოსტინმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია