ექიმები შეშფოთებულნი არიან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რეკომენდაციას უწევენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„შეფასების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულნი არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და მას ურჩიეს, რომ დარჩეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.