პოლიტიკა

გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით საყოველთაო-სახალხო განხილვების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით საყოველთაო-სახალხო განხილვების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.

ჟურნალისტებთან საუბარში კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ცვლილებების თაობაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტი რა გადაწყვეტილებასაც იღებს, მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესზე არ იყოს მორგებული.

„ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყო პარლამენტში ჩემი შემდეგი მოხვედრა, სხვა საკითხებთან მიმართებით გადამწყვეტი არ არის. ცოტა უხერხულიც არის, როცა 12 რეკომენდაციის შესრულებას იმას უკავშირებს, პარლამენტში მაღალი ბარიერით მოხვდები თუ დაბალი ბარიერით. ამიტომ, ამ საკითხის წინ წამოწევა არარელევანტურია. ზოგადად, როგორც ბარიერთან დაკავშირებით ვთქვით, თუ ოპოზიცია რევოლუციური და საბოტაჟური სცენარებისკენ მიდრეკილი არ იქნება, მაშინ ჩვენ კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ წასვლას და ამ საკითხის განხილვას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას. კერძოდ, 90 ხმით გენერალური პროკურორის არჩევა მოხდება ექვსი წლით, 76 ხმით ერთი წლით.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია