პოლიტიკა

ლევან იოსელიანი – ზურა ჯაფარიძეს მოვუწოდებდი, ვიდრე განცხადებებს გააკეთებს, დაფიქრდეს ეს რითი მთავრდება, საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ ამ რადიკალიზმზე უფრო გამარჯვებული გამოდის

მგონია, რომ ასეთი განცხადებები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს და ზურა ჯაფარიძეს მოვუწოდებდი, რომ ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებს, დაფიქრდეს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში რითი მთავრდება, მთავრდება იმით, რომ „ქართული ოცნება“ ამ რადიკალიზმზე მერე უფრო გამარჯვებული გამოდის, რადგან ყველას დემონიზება ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ლევან იოსელიანმა შეაფასა „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს: „ჩემს „ტელეგრამზე“ 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე. ამოცანა მაქვს, მათი რაოდენობა გავზარდო“.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოტაჟს დიდი სერიოზულობით არ უყურებს, არ არის გამორიცხული, რომ ამომრჩევლისთვის ბრძოლა მიდიოდეს.

„ასეთ განცხადებებს დიდი პარტია რომ აკეთებდეს, ვიფიქრებდი, რომ სერიოზული აქციებისთვის ან რადიკალური ქმედებებისთვის ემზადებიან-თქო, მაგრამ პატარა პარტიებისგან ეს დაუჯერებელიც არის და გაუგებარიც, რადგან რასაც ახმოვანებს, ვინ უნდა შეასრულოს? „ნაციონალური მოძრაობა“ საბოტაჟს დიდი სერიოზულობით არ უყურებს. არ გამოვრიცხავ, რომ ამომრჩევლისთვის ბრძოლა მიდიოდეს. საბოლოო ჯამში, ასეთი დიდი აქციის ჩატარება დიდ პარტიას შეუძლია, რომელიც თავს იკავებს და განზე დგას, მაგრამ ეს ყველაფერი ამომრჩევლის გადაბირებისთვის ხდება“, – განაცხადა იოსელიანმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია