პოლიტიკა

მეფე ჩარლზ III: ჩემს საყვარელ დედას მივმართავ – მაშინ, როდესაც შენს ბოლო დიდ მოგზაურობას იწყებ, მინდა უბრალოდ მადლობა გადაგიხადო, მადლობა სიყვარულისა და ერთგულებისთვის

გაერთიანებული სამერფოს მეფე ჩარლზ III-მ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ დედოფალი ელისაბედ II – ჩემი საყვარელი დედა – შთაგონების წყარო და მაგალითი იყო მისთვის და მთელი მისი ოჯახისთვის.

„1947 წელს, მან კეიპტაუნიდან პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას მიუძღვნიდა ხალხის სამსახურს. ეს დაპირებაზე მეტი იყო: ეს იყო ღრმა პირადი ვალდებულება, რომელმაც განსაზღვრა მისი მთელი ცხოვრება“, – აღნიშნა ბრიტანეთის მეფემ სატელევიზიო მიმართვაში.

„მისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ ტრადიციისადმი უცვლელი სიყვარული, პროგრესისკენ უშიშარი სწრაფვა. მის მიერ შთაგონებული სიყვარული, აღფრთოვანება და პატივისცემა მისი მეფობის დამახასიათებელი ნიშანი გახდა“, – განაცხადა მეფემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანელების ღირებულებები მუდმივი უნდა დარჩეს.

„ასევე რჩება მონარქიის როლი და მოვალეობები, ისევე როგორც სუვერენის განსაკუთრებული ურთიერთობა და პასუხისმგებლობა ინგლისის ეკლესიის მიმართ – ეკლესიის მიმართ, რომელშიც ჩემი რწმენა ასე ღრმად არის ფესვგადგმული“, – განაცხადა მან.

„ჩემს საყვარელ დედას მივმართავ: მაშინ, როდესაც შენს ბოლო დიდ მოგზაურობას იწყებ, რათა შეუერთდე ჩემს ძვირფას გარდაცვლილ მამას, მინდა უბრალოდ მადლობა გადაგიხადო. მადლობა სიყვარულისა და ერთგულებისთვის“, – აღნიშნა მეფე ჩარლზ III-მ.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია