პოლიტიკა

იზიუმის მასობრივ სამარხში ნაპოვნი იმ ცხედრების 99%-ს რომლის ექსპერტიზაც ჩატარდა, ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს

ხარკოვის ოლქში, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხიდან ექსჰუმირებული ცხედრების 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს. ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამარხში დაწერა.

სინეგუბოვის ცნობით, რამდენიმე ცხედარს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული, ერთ ადამიანს კი, კისერზე თოკი ქონდა მობმული.

„აშკარაა, რომ ეს ადამიანი აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. დაკრძალულთა შორის არიან ბავშვებიც“, – აღნიშნავს სინეგუბოვი.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გათავისუფლებულ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში 440-ზე მეტი ცხედარია.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია