ვლადიმერ პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების შანსი ყოველ დღე უფრო და უფრო მცირდება. პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება. ვთვლი, რომ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენი ტერიტორიიდან გავლენ. რადგან როცა ისინი ჩვენი ტერიტორიებიდან გავლენ, ჩვენი მეზობლები გახდებიან. სწორედ ამ მომენტში შეგვიძლია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და იმაზე საუბარი, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება“,- განაცხადა ზელენსკიმ.