სულ მალე ამერიკული Super Bowl-ისა და რიანას ფანებს დიდი სიურპრიზი ელით — ცნობილი გახდა, რომ 34 წლის პოპვარსკვლავი და ენტერპრენერი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენას კვლავ უბრუნდება და არც მეტი, არც ნაკლები, 2023 წელს Super Bowl-ის ნახევარფინალის შოუში იმღერებს.
ინფორმაცია რიანამ ინსტაგრამზე გაავრცელა — ფოტოში მას ხელში ამერიკული ფეხბურთის ბურთი უჭირავს.
იგივე ფოტო გაავრცელა ეროვნულმა საფეხბურთო ლიგამაც, ხოლო ჯეი-ზიმ, რომლის სააგენტო Roc Nation ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერია სუპერთასის ნახევარფინალის შოუში, რიანას “თაობის ტალანტი” უწოდა.
“რიანა თაობის ტალანტია, ქალი, რომელსაც უბრალო დასაწყისი ჰქონდა ცხოვრებაში, შემდეგ კი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. პიროვნება, რომელიც ბარბადოსის პატარა კუნძულზე დაიბადა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მომღერალი გახდა. თავისი თავი თავად შექმნა ბიზნესისა და გართობის ინდუსტრიებში.”
რიანამ, რომლის სრული სახელი რობინ რიანა ფენტია, წარმატებულ მუსიკალურ კარიერასთან ერთად ბიზნესიმპერიაც ააშენა. ფორბსის 2021 წლის განცხადებით, ის მილიარდელთა რიცხს შეუერთდა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ქალი გახდა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რიანას მუსიკალური პაუზა ჰქონდა აღებული — ის სცენაზე არ გამოსულა 2018 წლის გრემის დაჯილდოების შემდეგ და ალბომი არ გამოუშვია 2016 წლის შემდეგ. მას 2022 წლის მაისში პირველი ბავშვიც შეეძინა.