პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე – ვმუშაობთ დიდი პროქართული, პროევროპული ოპოზიციის იდეაზე, ვესაუბრებით ყველა პროდასავლურ ჯგუფს, პარტიას, ადამიანს, ქვეყანას დაუდგა გადარჩენის ამოცანა

დიდი პროქართული, პროევროპული ოპოზიციის იდეაზე ვმუშაობთ სხვა პარტნიორებთან ერთად. ეს არ არის მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებლის“ იდეა, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული, რადგან ქვეყანას დაუდგა გადარჩენის ამოცანა, ახლა არ არის პარტიული კინკლაობებისა და განსხვავებების დრო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ აღნიშნულ საკითხზე ყველა პროდასავლურ ჯგუფს ესაუბრება.

„ჩვენ ამ პლატფორმაზე ვმუშაობთ, ვესაუბრებით ყველა პროდასავლურ ჯგუფს, პარტიას, ადამიანს, საზოგადოების წარმომადგენლებს. გვინდა, რომ ერთობით, ერთიანი პლატფორმით „ქართული ოცნება“ რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, რადგან „ქართული ოცნების“ ყველა დღე ხელისუფლებაში ნიშნავს საქართველოს მოქალაქისთვის ჭაობში გადადგმულ ნაბიჯს. საქართველოში არსებულ ყველა პროდასავლურ ძალასთან ვთანამშრომლობთ ამ საკითხებზე. პარლამენტშიც არიან ასეთი ძალები და პარლამენტს გარეთაც. კონკრეტიკას მაშინ გეტყვით როცა თანხმობა გვექნება ამ კონკრეტული ჯგუფებისგან. პროცესი მისულია იქამდე, რომ ამ საკითხზე საუბარი არის დაწყებული. პლატფორმის შინაარსზე და მექანიზმებზე შესაძლებელია უახლოეს დღეებში გადავიდეთ. ორი მიზანი ექნება პლატფორმას: ერთი არის, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია, მხოლოდ კანდიდატის სტატუსი კი არა, ევროპის წევრობის მიღწევა. მეორე – თუ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ შეუშლის ხელს ამ პროცესს, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის ისტორიულ ნარჩენებს. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. ეროვნული მოძრობის ლიდერებმა როგორც შეძლეს კომუნისტების, ბოლშევიკების ჩამოშორება ხელისუფლებისგან, პროტესტით და არჩევნებით მშვიდობიანად, ამ ფორმით გვინდა, რომ გავუშვათ „ქართული ოცნება“ სახლში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია