პოლიტიკა

19 წლის გიორგი სარდალაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია

 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა, გიორგი სარდალაშვილმა აბუ დაბის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

სარდალაშვილი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ისრაელის წარმომადგენელი, მატან კოკოლაევი დაამარცხა.

მესამე წრეში ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ მეტოქეს, მაქსიმ მერლინს აჯობა, მეოთხედფინალში კი სარდალაშვილმა თურქეთის წარმომადგენელს, სალიჰ ილდიზი დაამარცხა.

 ნახევარფინალში 19 წლის ქართველმა აზერბაიჯანელ მეტოქეს, ბალაბაი აღაიევს  ე.წ იპონით აჯობა, ხოლო ფინალში სარდალაშვილმა ტაივანის წარმომადგენელი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, იუნგ ვეი იანგი ვაზარით დაამარცხა.

 

ასევე ნახეთ

საქართველო – ფარერის კუნძლები | ამხანაგური მატჩი დინამო არენაზე

5 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია