როგორც ირკვევა, გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Mercedes-Benz-მა რუსეთი დატოვა. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, Mercedes-Benz საკუთარ აქტივებს ადგილობრივ ინვესტორს, Avtodom-ს მიჰყიდის.
Mercedes-Benz-RUS-ის გენერალური დირექტორის ნატალია კოროლევას თქმით, რუსეთში მომხმარებელთა წინაშე ვალდებულებების შესრულება, ისევე როგორც კომპანიის რუსული განყოფილებების თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება Avtodom-თან გარიგების დადებისას პრიორიტეტი იყო.