პოლიტიკა

ევროკავშირის გაზსაცავები თითქმის სავსეა, შესაბამისად ენეგოსისტემას უკვე გაზის ჭარბი რაოდენობა აქვს

 ევროპას უკვე იმდენი ბუნებრივი აირი აქვს, რომ აღარ იცის სად წაიღოს, სპოტის ფასები ცოტა ხნით მინუსშიც კი წავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 როგორც ვიცით, ოფიციალური პირები ამ ზამთარს ენერგეტიკული კრიზისის შესახებ გაფრთხილებებით გამოდიოდნენ, რადგან რუსეთმა როგორც  რეგიონში გაზის უმსხვილესმა მომწოდებელმა, ევროპის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიწოდება შეამცირა.

 ამ ეტაპზე ევროკავშირის გაზსაცავები თითქმის სავსეა, გათხევადებული ბუნებრივი აირით სავსე ტანკერები კი ესპანეთიდან გერმანიამდე  რიგში დგანან და პორტებში გადატვირთვას ელოდებიან, რადგან მათი დიდი რაოდენობის გამო ტერმინალები აღარ ყოფნით,  პარალელურად გაზის  ფასები  იკლებს.

 ეტალონური ევროპული ფიუჩერსების ფასი ბუნებრივ აირზე 20%–ით დაეცა გასული ხუთშაბათის შემდეგ და 70%–ით აგვისტოს ბოლოს რეკორდული მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ.

  როგორც  ექსპერტები აღნიშნავენ, ენეგოსისტემას უკვე გაზის ჭარბი რაოდენობა აქვს, რომელიც მოთხოვნას ბევრად აღემატება,  სწორედ ამიტომ ჩამოცდა გაზის სავაჭრო ფასი ნულს და ნეგატიურ ნიშნულზე გავიდა.

ასევე ნახეთ

ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია