პოლიტიკა

რიანას ახალი სიმღერა, Lift Me Up, 28 ოქტომბერს გამოვა

  რიანამ დაადასტურა, რომ მისი ახალი სიმღერა, Lift Me Up, ამ პარასკევს გამოვა ოფიციალურად.

  14-წამიან კლიპში ნაჩვენებია ასო – R, იმავე ფონტით დაწერილი, როგორც ფილმის, Black Panther: Wakanda Forever-ს, ტრეილერეშია. კლიპი სიმღერის  ნაწყვეტსაც გვიჩვენებს, რომელიც არა სიტყვებისგან, არამედ ღიღინის მსგავსი ბგერებისგან შედგება. იგი ჩედვიკ ბოუზმენს, Black Panther-ის ვარსკვლავს ეძღვნება, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა.

 სიმღერა  28 ოქტომბერს გამოვა. მასზე ერთობლივად იმუშავეს რიანამ, ნიგერიელმა მომღერალმა ტემსმა, შვედმა კომპოზიტორმა ლუდვიგ გორანსონმა და “შავი პანტერას”  რეჟისორმა რაიან გუგლერმა.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია