ბალენსიაგამ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის შავი ქურთუკი წარადგინა, რომელიც სოკოსგან მიღებული ტყავის შემცვლელითაა დამზადებული. როგორც ცნობილია, ქურთუკის ღირებულება 9 ათას ევროს შეადგენს.
ცნობილია, რომ პროდუქტის შესაქმნელად ბალენსიაგამ იტალიური ბიოტექნოლოგიური ფირმის, SQIM-ის, წარმოებული მასალა Ephea გა მოიყენა, რომელიც სოკოს ძირეული სტრუქტურისგან, მიცელიუმისგან, მზადდება.
ქურთუკის დიზაინერი ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი და მოდის ქართველი დიზაინერი, დემნაა. სამოსი უკვე გამოჩნდა გასაყიდად ბალენსიაგას მაღაზიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც ბრენდში აცხადებენ, Ephea-ის სამომავლოდ გამოყენებაზეც ფიქრობენ.
აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, როგორ შეიძლება ბრენდების საქმიანობა უფრო ეკომეგობრული გახდეს, მაღალი მოდისა და სამოსის ინდუსტრიაში კი ცოცხალი და მგრძნობიარე არსებებისგან დამზადებული მასალები შეიცვალოს.