პოლიტიკა

დეპუტატებმა ირაკლი ხახუბიას ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის პლენარული სხდომა გახსნისთანავე დაიხურა. დეპუტატებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ მხოლოდ მიმდინარე კვირის დღის წესრიგი დაამტკიცეს. მათ წუთიერი დუმილით გარდაცვლილი კოლეგის ირაკლი ხახუბიას ხსოვნას მიაგეს პატივი.

“დღეს ჩვენ ჩვენს გამორჩეულ კოლეგას ირაკლი ხახუბიას ვემშვიდობებით. ის ორ მოწვევის პარლამენტი წევრი – საკუთარი მშობლიური კუთხის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, რომელზეც უზომოდ იყო შეყვარებული. მისი ყოველდღიური ფიქრი ოჯახის სიყვარულსა და სამშობლოს უანგარო სამსახურს ეკუთვნოდა. ამიტომაც იყო გამორჩეულად თბილი და გამორჩეულად პატრიოტი ადამიანი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე ცნობით, პარლამენტი წევრების საერთო შეთანხმებით დღეს პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება და კანონპროექტების განხილვა არ გაიმართება.

ასევე ნახეთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია