უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის 8 სისტემას მიაწვდის და ორი მათგანი უკრაინაში უახლოეს მომავალში განთავსდება.
”შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა 1400 ერთეული Stinger-ი, ანუ მცირე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ასევე მიაწოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის საზენიტო სარაკეტო სისტემები. შეერთებულმა შტატებმა ასევე დადო პირობა (უზრუნველყოს) NASAMS-ს 8 სისტემა და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალები. ორი მათგანი უკრაინაში უახლოეს მომავალში განთავსდება და კიდევ ექვსის მიწოდება მოგვიანებით მოხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.