The Witcher-ის მე-4 სეზონში სერიალის მთავარი გმირის, გერალტის როლს ჰენრი კავილი აღარ შეასრულებს. The Witcher-ის მე-4 სეზონში ჰენრი კავილის ნაცვლად ლიამ ჰემსვორტი ითამაშებს. მე-3 სეზონში კი, რომელიც ჯერ არ გამოსულა, გერალტს კვლავ ჰენრი კავილი განასახიერებს.
სერიალიდან ჰენრი კავილის წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა, რომლითაც The Witcher-ის გულშემატკივრები სერიალში ჰენრი კავილის დაბრუნებას ითხოვენ.
ამ დროისთვის პეტიციას 137 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, რომლებიც Netflix-ს აფრთხილებენ, რომ მე-3 სეზონის შემდეგ თუ სერიალში კავილი არ დაბრუნდება, შოუ მაყურებლების დიდ ნაწილს დაკარგავს.
ცნობისთვის, The Witcher-ის მე-3 სეზონის პრემიერა 2023 წელს იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.