პოლიტიკა

მელიას თქმით, მზადაა, თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

ნიკა მელიას განცხადებით, მზადაა, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

საგანგებო ბრიფინგზე მან თქვა, რომ არჩევნების შესახებ დეტალებზე პარტია იმსჯელებს. 

რაც შეეხება თანაგუნდელების განცხადებას, მელია ამბობს, რომ მათ “ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს”.

“ვისაც გნებავთ, სადაც გნებვათ და როცა გნებავთ, მზად ვარ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და განსაკუთრებით ეს იციან იმ ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც ამ პროცესში უკანასკნელი თვენახევარის განმავლობაში პირადად იღებდნენ მონაწილეობას და მათ გარდა მინიმუმ 500-600 ადამიანთან მაქვს ამ ყველაფრის თაობაზე ნათქვამი.

დეტალების თაობაზე, თუ როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს, მათ შორის იმ ადამიანების თანამონაწილეობით, ვინც დღეს, ჩემი ღრმა რწმენით, გააკეთეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც, როგორც ჩანს, შორს მიმავალი მიზნები აქვს, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ”, – თქვა მელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღეს, 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს. 

მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტია “ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი იყოს”, რადგან, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, საქართველოს გათავისუფლების, ოლიგარქი ივანიშვილის დამარცხების მთავარი ინსტრუმენტი ძლიერი ნაციონალური მოძრაობაა, “რომელიც ყოველთვის ოპოზიციის ფლაგმანი იყო”. 

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია