პოლიტიკა

მდინარე დნიპროზე გამავალი ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს, ჩაინგრა. ის, სავარაუდოდ, ააფეთქეს

 მდინარე დნიპროზე გამავალი ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს, ჩაინგრა. ის, სავარაუდოდ, ააფეთქეს, – ინფორმაციას მედიასაშუალებები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

 ასევე, რუსული გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდას“ რეპორტიორი, ალექსანდრე კოტსი „ტელეგრამზე“ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ანტონოვსკის ხიდის ცენტრალური მონაკვეთი განადგურებულია.

„ჩემს უკან არის ანტონოვსკის ხიდის ორი ჩანგრეული მონაკვეთი,“ – აცხადებს ჟურნალისტი.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია