პოლიტიკა

მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ, სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

60 წლის პედაგოგი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. სართიჭალის სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელის თვითმკვლელობა  სავარაუდოდ იმ გამოძიებას  უკავშირდება, რომელიც მის წინააღმდეგ  მიმდინარეობდა.

პედაგოგს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში სდებდნენ ბრალს. შეტყობინება ადგილობრივ პოლიციაში ერთი კვირის წინ შევიდა. ანონიმი იუწყებოდა, რომ მასწავლებელი მოზარდებს უხამს შეტყობინებებს წერდა.

სწორედ ეს ზარი გახდა  გამოძიების დაწყების საფუძველი. დღეს სართიჭალაში მომხდარზე საუბარი უჭირთ. პედაგოგი 40 წლიანი სტაჟით ამ პერიოდში სკოლაში დადიოდა და გაკვეთილებს ატარებდა, თუმცა მიმდინარე გამოძიებაზე კოლეგებთან არ საუბრობდა. დუმილს ამჯობინებს ოჯახიც. ახლა ამ ბურუსით მოცულ ამბავს სამართალდამცველებმა უნდა გასცენ პასუხი. 

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია