პოლიტიკა

ანდრეი ერმაკი – ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 45 სამხედრო დაიბრუნა

  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 45 სამხედრო დაიბრუნა.

“შედგა მორიგი ტყვეთა გაცვლა – მოვახერხეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 მებრძოლის გათავისუფლება. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ.

ასევე მოვახერხეთ ჩვენი ორი გარდაცვლილი დამცველის ცხედრების დაბრუნება.

ყველა უკრაინელს დავაბრუნებთ სახლში”, – წერს ანდრეი ერმაკი.

ასევე ნახეთ

ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის პირველი შეხვედრა შედგა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია