პოლიტიკა

ოლივერ ვარჰეი – დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს

დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც საქართველოში ხარ, ვერ ასცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. ომი უკრაინაში ცხადყოფს, როგორც აქ, საქართველოში აჩვენებდა 2008 წლის ომი, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელსაც რუსეთის აგრესია ხვდება წინ. ამიტომ, კვლავ მინდა ხაზი გავუსვა ჩემს გზავნილს, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა, დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დღეიდან დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოლივერ ვარჰეი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია