პოლიტიკა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

   რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 როგორც ცნობილია, საჰაერო განგაში დღეს დილით უკრაინის ყველა ოლქში გამოცხადდა.

 მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსებმა დღეს ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

 რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ დნეპრზეც, რის შედეგადაც 14 ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი დაშავდა.

 ოდესის ოლქში რუსებმა ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს. ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია სამი დაშავებულის შესახებ.

კიევის ოლქში უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი ფრთოსანი რაკეტა და Shahed -ის დრონი ჩამოაგდეს.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია