პოლიტიკა

„ფორბსის“ უკრაინული რედაქცია – უკრაინის წინააღმდეგ ომზე, რუსეთმა ცხრა თვეში 82 მილიარდ დოლარამდე დახარჯა, რაც ქვეყნის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს

 როგორც გამოცემა „ფორბსის“ უკრაინული რედაქცია იუწყება, უკრაინის წინააღმდეგ ომზე ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც რუსეთის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

 გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ თანხაში შედის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის წარმოებისთვის აუცილებელი უშუალო ხარჯები, თუმცა არ არის გათვალისწინებული თავდაცვის სტაბილური ხარჯები და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად მიღებული დანაკარგები.

 როგორც ცნობილია, 2021 წელს რუსეთის საბიუჯეტო ხარჯებმა 340 მილიარდი დოლარი შეადგინა, შესაბამისად, უკრაინაში ომზე დახარჯული თანხა ქვეყნის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედია. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მომავალ წელს რუსეთისთვის ომის ხარჯი სავარაუდოდ, ბევრად გაიზრდება, რადგან რუსეთის საკუთარი რესურსები სამხედრო საჭიროებების უზრუნველსაყოფად იწურება.

„ფორბსის“ უკრაინული რედაქციის მონაცემებით, რუსეთი ერთ სამხედროზე საშუალოდ, დაახლოებით 200 დოლარს ხარჯავს. მობილიზების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ჯარისკაცების ხელფასების საერთო ხარჯმა კი 2.7 მილიარდ დოლარამდე შეადგენს. თუკი ზაფხულს დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახებისთვის გამოყოფილი კომპენსაციის თანხა ყოველთვიურად მილიარდ დოლარს შეადგენდა, ომის ბოლო თვეებში ამ თანხამ 3,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

 სხვადასხვა მონაცემით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღეში ათი ათასიდან 50 ათასამდე ჭურვი გამოიყენა, რაც 5.5 მილიარდ დოლარს აღემატება. რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქების მისამართით ოთხი ათასზე მეტი რაკეტა გაუშვეს, თითოეულის ღირებულება საშუალოდ 3 მილიონ დოლარს შეადგენს.

 ასევე, რუსეთმა უკრაინაში 278 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა, თითოეულის საშუალო ღირებულება 18 მილიონ დოლარს შეადგეს, ასევე 261 ვერტმფრენი 104 მილიონი დოლარის საშუალო ღირებულებით. რუსეთის სამხედრო ავიაციის საერთო დანაკარგი დაახლოებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 ანალიტიკოსების აზრით, რუსეთმა 24 თებერვლის მონაცემებით,  3 300 ტანკიდან 2 897 დაკარგა. „ამჟამად კრემლი ცდილობს აღადგინოს ტექნიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საწყობებში ინახებოდა და მნიშვნელოვან მოდერნიზებას საჭიროებს“, – წერს გამოცემა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია