პოლიტიკა

“საარჩევნო კვლევა მომავალი რეფორმისთვის” – რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის პრეზენტაცია

„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (Friedrich Naumann Foundation for Freedom) მხარდაჭერით, ა(ა)ი.პ „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა“ პროექტის ფარგლებში ’’საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისთვის“ განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, გამოიკითხა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების  ელექტრონულ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებით. კვლევით შესწავლილ იქნა არჩევნების პროცესში საარჩევნო უბნებზე არსებული მდგომარეობა და კენჭისყრის დღის პროცედურები.

პროექტის კვლევითი და საველე სამუშაოები ჩაატარა „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა’’  „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი-თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით და პარტნიორობით.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მოსაზრებების დაფიქსირება, იმ ძირითადი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, არის კანონმდებლობასა და კენჭისყრის დღის პროცესში. ასევე, ორგანიზაციას აინტერესებდა, რამდენად შეუწყობს ხელს არსებული ხარვეზების გამოსწორებას ე.წ. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარება. კვლევის სამიზნე ერთობლიობას წარმოადგენდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. მონაცემების შეგროვება მოხდა საქართველოს მასშტაბით 2022 წლის 10 ოქტომბრიდან – 30 ოქტომბრის ჩათვლით, პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, კითხვარის გამოყენებით და ცდომილებას წარმოადგენს 3%-5%.

პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების, მესამე სექტორია და ცესკოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ კვლევის შედეგები “რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა თენგიზ თევზაძემ გააცნო.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია