პოლიტიკა

უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებს ასახელებს

როგორც უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განცხადა, ოფიციალური კიევი მზად არის რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ მისცეს, რაც მოსკოვი თავის ჯარებს უკრაინიდან გაიყვანს, გადაიხდის რეპარაციებს, ყველა ომის დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარდგება და ნებაყოფლობით დათმობს ბირთვულ იარაღს.

არახამიას განცხადებით, როდესაც რუსეთი ამას გააკეთებს, უკრაინული მხარე მზადაა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ისაუბროს უსაფრთხოების გარანტიებზე.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდება, დასავლეთმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გარანტიების მიცემა უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაში.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია