დღეს სასტუმრო “პულმან თბილისი აქსის თაუერში” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
სეოკმა 2022 წელი შეჯამა და სახვადასხვა ნომიმაციაში წლის საუკეთესოები დაასახელა.
2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ასევე ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა წლის საუკეთესო სპორტსმენი.
ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა სათამაშო სახეობაში. ლეგენდარულ ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს კი ვიქტოს სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი გადაეცა – ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის.
ნომიმაციები და გამარჯვებულები:
1. 2022 წლის ოლიპიური სპორტის მხარდაჭერისთვის – ავერსი
2. 2022 წლის სპორტული თემატიკის საუკეთესოდ გაშუქებისთვის – საზოგადოებრივი მაუწყობელი
3. 2022 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია – იმერეთის რეგიონალური ფედერაცია
4. 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში – ზაქარია სულაშვილი (ბატუტი)
5. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი – ბეჟან ჭიჭინავა (კრივი)
6. 2022 წლის აღმოჩენა “ოლიმპიური იმედი” გოგო – ანანო აფაქიძე – (ბატუტზე ხტომა)
7. 2022 წლის აღმოჩენა “ოლიმპიური იმედი” ვაჟი – გიორგი ელბაქიძე – (თავისუფალი ჭიდაობა)
8. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია – ფიგურული ციგურაობის ფედერაცია
9. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობაში – ლუკა ბერულავა, კარინა საფინა (ფიგურული ციგირაობა)
10. საქართველოს 2022 წლოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობაში – ხვიჩა კვარაცხელია
11. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი
12. ვიქტოს სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი – ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის – ლაშა ტალახაძე
13. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი