პოლიტიკა

Model.com-ის მკითხველმა მატილდა გვარლიანი წლის ახალ სახედ დაასახელა

Models.com ყოველწლიურად სხვადასხვა კატეგორიაში წლის ყველაზე საინტერესო და წარმატებულ მოდელებს ასახელებს. გადაწყვეტილებას ინდუსტრიაში მოღვაწე ტოპ ფოტოგრაფები, რედაქტორები, სტილისტები და, რა თქმა უნდა, ფართო საზოგადოება და მოდის მოყვარულები იღებენ. ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და მკითხველის აზრი ხანდახან იყოფა და ზოგიერთ კატეგორიას ორი სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავს.

წელს პირველად ამ პრესტიჟულ სიაში ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც აღმოჩნდა. “ამომავალი ვარსკვლავის” კატეგორიაში მატილდა ჟურნალის მკითხველმა დაასახელა, ხოლო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა არჩევანი მილა ვან იტენზე შეაჩერეს.

“ამომავალი ვარსკვლავის” კატეგორიაში ასახელებენ მოდელებს, რომელთა კარიერა უკანასკნელი რამდენიმე სეზონის განმავლობაში განსაკუთრებით განვითარდა და ფიქრობენ, რომ მათ მნიშვნელოვანი კვალის დატოვება შეუძლიათ მოდის ინდუსტრიაში. სწორედ ერთ-ერთ ასეთ იმედისმომცემ სახედ განიხილება ახალგაზრდა მატილდაც.

მატილდა პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც ვოგის გარეკანზე მოხვედრა მოახერხა, თუმცა ეს მოდის საერთაშორისო ასპარეზზე მატილდას ერთადერთი მიღწევა არ არის, ის აქტიურად გამოდის პოპულარული ბრენდების ჩვენებებზეც, მაგალითად, ოქტომბერში პარიზის მოდის კვირეულზე Chanel-ის შოუზე გამოვიდა, ამავე კვირეულის ფარგლებში მატილდამ Rokh-ს ჩვენებაც გახსნა.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია