პოლიტიკა

წყლის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 4 იანვრის 21:00 საათიდან 5 იანვრის 12:00 საათამდე კომპანია წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარალელურად სამ სხვადასხვა მისამართზე ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აღმაშენებლის ხეივანზე, ესმა ონიანის ქუჩის მიმდებარედ, პოლიკარპე კაკაბაძის N45-თან და აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს შეასრულებენ და ძველ დაზიანებულ ქსელებს ახლით შეცვლიან.

კომპანიის ცნობით, რეაბილიტაციის შედეგად, მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, ვაკის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონის 130 000-ზე მეტ აბონენტს მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილში.

„სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 4 იანვრის 21:00 საათიდან 5 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: კაკაბაძეების, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის, რუსთაველის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ქიქოძის, ბესიკის, ინგოროყვას, ჟვანიას, ჭონქაძის, ამაღლების, იაშვილის, მაჩაბლის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, ბოცვაძის, სანაპიროს, პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს; ღვინის აღმართს, ოქროყანას დასახლებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავაჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, თაყაიშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილს, მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, დიღმის მასივის II, III, IV,V კვარტლებს, ლუბლიანას, ჩაჩავას, გოგიბერიძის, უშანგი ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს.

პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის N45-თან წყალსადენის ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 5 იანვრის 00:00 საათიდან 5 იანვრის დილის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია