დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000-დან 2000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილებები უკვე აისახა კანონმდებლობაში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დეკრეტული შვებულების საკითხი საკმაოდ პრობლემური იყო.
“გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში – ეს თანხა 1-ელი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება. მანამდე, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ ეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ამ დრომდე დეკრეტული შვებულება 1000 ლარით ანაზღაურდებოდა.