პოლიტიკა

„იუვენტუსი“ მკაცრად დასაჯეს – ტურინულ კლუბს 15 ქულა ჩამოაკლეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ ფინანსური თაღლითობის გამო ტურინის „იუვენტუსისთვის“ იტალიის ჩემპიონატში 15 ქულის ჩამოკლების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას football-italia ავრცელებს. შედეგად, ტურინული კლუბი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე დაქვეითდება.

ქულების დაკლების გარდა, იტალიურმა სასამართლომ კლუბის ყოფილი ხელმძღვანელებიც დასაჯა. ექსპრეზიდენტი ანდრეა ანიელი და სპორტული დირექტორი მაურიციო არივაბენე – 2-2 წლით, ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი – 8 თვით, დირექტორი ფაბიო პარატიჩი (ამჟამად „ტოტენჰემის“ დირექტორი) – 2,5 წლით, ხოლო ფედერიკო კერუბინი 1 წლით ჩამოაშორეს საფეხბურთო საქმიანობას.

„იუვეტუსს“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

ასევე ნახეთ

U21 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან წააგო

საქართველოს საფეხბურთო ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ჟილინაში გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია