პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

„მე პირადად, რაც შემიძლია დავპირდე ამომრჩეველს არის ის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ და ჩემი პარტიის თავმჯდომარეობასაც ვუყურებ დროებით მოვლენად, სანამ მიშა სააკაშვილი არის პატიმრობაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

წამყვანის რეპლიკაზე, „ფიზიკურად გამოიხსნით, თუ საჭირო გახდება და შევარდებით?“ – ხაბეიშვილმა დადებითი პასუხი გასცა.

„თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, ხო! თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, მე, ლევან ხაბეიშვილი არ ვაპირებ უკან დავიხიო, მათ შორის ფიზიკურ წინააღმდეგობაში, რადგან რუსული რეჟიმის პირობებში სხვანაირად არ გამოვა“, – განაცხადა მან „ტვ პირველის“ ეთერში.

ასევე ნახეთ

სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა

საქართველოს პრეზიდენტი მიმატმრთავს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა. ”მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია