პოლიტიკა

“სადილი ყველას” – თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ქველმოქმედება გრძელდება

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში – გურთიადი, ტრადიციულად აგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია “კათარზისთან” თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაცია მონაწილეობას იღებს აქციაში „სადილი ყველას“.

ასოციაციის  გადაწყვეტილებით  27 იანვრიდან, 8 დღის განმავლობაში კათარზისი უფასო ცხელი სადილით  უმასპინძლებს 450-მდე შეჭირვებულ მოქალაქეს, ხანდაზმულებს და ეგრეთ წოდებულ „ქუჩის ბავშვებს“.

ასოციაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერასა და თანადგომას თითოეული შეჭირვებული ადამიანის მიმართ, უსურვებს მათ ჯანმრთელობასა და გამძლეობას.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია