პოლიტიკა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა გარდაცვლილი

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

მათივე ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანთეფში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ.-ს გარდაცვალების შესახებ.

ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა 24 ათასამდე ადამიანი.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია