რიანა Super Bowl-ზე გამოჩნდა და საზოგადოებას შეატყობინა, რომ ის და A$AP Rocky მეორე შვილს ელოდებიან. ორსულმა მომღერალმა სცენაზე We Found Love, Where Have You Been, Diamonds და სხვა ცნობილი ჰიტები შეასრულა და მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
შეგახსენებთ, რომ რიანასა და A$AP Rocky-ს 9 თვის წინ ბიჭი შეეძინა. რაც შეეხება Super Bowl-ზე მონაწილეობას, რიანას თქმით, ამაზე ბევრი იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ სცენაზე გამოსულიყო. “როცა დედა ხდები, ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. Super Bowl ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა და ამ გამოწვევის მიღება ჩემთვის ამაღელვებელია. მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა ეს დაინახოს”, — განაცხადა რიანამ.