პოლიტიკა

გიორგი სააკაშვილი – კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და „ღლიცინი“ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე

ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს. კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და „ღლიცინი“ მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც გიორგი სააკაშვილი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მსოფლიო მხარდაჭერა უფრო მკაფიო იქნება.

„რით არ დაიღალეთ იმის ძახილით, მიშა კარგად არის და თურმე, თავისუფლად გადაადგილდება „ვივამედის“ პალატაში და სიმულაციას აქვს ადგილი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გავუსვამ ხაზს, ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს. კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და “ღლიცინი” მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე! შეიძლება არ იყო მიშას მხარდამჭერი, მაგრამ ხელს აწერდე მის სიკვდილს, არის ამაზრზენი! მე მჯერა, მსოფლიო მხარდაჭერა იქნება უფრო მკაფიო და ერთად გადავარჩენთ, ყველა ერთად, ამაში დარწმუნებული ვარ! „- წერს გიორგი სააკაშვილი.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია