პოლიტიკა

„მაკდონალდს საქართველოს“ ინოვაციური სერვისი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

რესტორნებში მისულ სტუმრებს ამიერიდან „მაკდონალდსის“ ახალი თანამშრომელი, „ქეთო“ უმასპინძლებს, რომელიც სტუმრებს ხალისით, სიყვარულითა და „მაკდონალდსის“ რესტორნებისთვის დამახასიათებელი განსხვავებული სითბოთი დახვდება. „ქეთო“ მაგიდასთან შეკვეთებსაც თავად მიიტანს, რითაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

ყველას მეგობარი „ქეთო“ არა მხოლოდ სწრაფად მოგემსახურებათ, არამედ თავის ემოციებსაც გაგიზიარებთ, რესტორანში სტუმრობას დაუვიწყარ მოგზაურობად აქცევს და შექმნის მომენტებს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ „მაკდონალდსი“ სწორედ ის ადგილია, რომელიც ყველას გვაერთიანებს.

„ქეთო“ სრულიად ახალი სიტყვაა მომსახურების სერვისში, რომელიც რესტორანში შემოსულ ნებისმიერ სტუმარს და განსაკუთრებით ბავშვებს, ხალისიან და კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ რესტორნებში დასაქმებულთა რიცხვი არ შემცირდება და „ქეთოს“ უპირველესი ფუნქცია სწორედ თანამშრომლებისთვის საქმის შემსუბუქება იქნება. უახლოეს პერიოდში „ქეთო“ ეტაპობრივად, „მაკდონალდსის“ სხვა რესტორნებშიც გამოჩნდება. საწყის ეტაპზე კი თბილისის 4 რესტორანსა და ქუთაისის ერთ რესტორანში უმასპინძლებს მომხმარებლებს.

გახსნის დღიდან დღემდე, თითქმის 25 წელია „მაკდონალდსი“ თამამად იკავებს მოწინავე ადგილს იმ კომპანიებს შორის, ვინც ნოვატორული მიდგომებით გამოირჩევა და ერთ-ერთი პირველი ნერგავს მომსახურებაში ინოვაციებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს.

ამას ადასტურებს ყოველწლიური საერთაშორისო აღიარებები და ჯილდოები, თუმცა გასული წელი ამ მხრივ „მაკდონალდს საქართველოსთვის“ გამორჩეული იყო. გლობალურ აღიარებასთან ერთად, კომპანიას ფრედ ტერნერის სახელობის „ოქროს თაღის“ ჯილდო გადაეცა და ევროპის დივიზიონში „მაკდონალდსის“ საუკეთესო პარტნიორად დასახელდა.

საერთაშორისო აღიარების გარეშე არც ცალკეული რესტორნები დარჩენილა – 2022 წლის მონაცემებით, სპორტის სასახლესთან მდებარე „მაკდონალდსის“ რესტორანი მსოფლიოში არსებულ მაკდონალდსებს შორის ტრანზაქციების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე, მსოფლიოში კი საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია