პოლიტიკა

ზელენსკი – ემანუელ მაკრონი ამაოდ კარგავს დროს რუსეთთან დიალოგზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს.

პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს.

“ეს იქნება უსარგებლო დიალოგი, ფაქტობრივად, მაკრონი დროს ამაოდ კარგავს. მე მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალა, შევცვალოთ რუსეთის პოზიცია. თუ მათ გადაწყვიტეს თავიანთი თავის იზოლირება მოახდინონ ძველი საბჭოთა იმპერიის აღდგენის ოცნებაში, ვერაფერს გავხდებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია