პოლიტიკა

ამერიკელმა ქალმა საკუთარ დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე, ლატარიაში $1 მილიონი მოიგო

ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მცხოვრებმა ლესლი ჰასტედმა საკუთარ დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე აღმოაჩინა, რომ ჯეკპოტი მოიგო. ამის შესახებ UPI წერს.

ქალი ტელევიზორს უყურებდა, საიდანაც გაიგო, რომ მის ქალაქში შეძენილმა ბილეთმა ჯეკპოტი მოიგო. „როდესაც მოვისმინე, რომ გამარჯვებული ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა, ცახცახი დავიწყე“, – იხსენებს ჰასტედი.

როგორც აღმოჩნდა, ქალმა 1 მილიონი დოლარი მოიგო. მისი თქმით, ის მოგებულ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დახარჯავს.

ასევე ნახეთ

ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია