პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

მისივე თქმით, ეს მრავალმხრივი ურთიერთობების პრინციპს ეწინააღმდეგება.

„უნდა შევინარჩუნოთ დიალოგის შესაძლებლობები, ან სულ მცირე – ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობები. როდესაც „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე დასავლური ქვეყნები რუსეთს აკრიტიკებდნენ, სერგეი ლავროვი, შარშანდელი შეხვედრისგან განსხვავებით, დარბაზში დარჩა და გამოსვლებს ისმენდა. ეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა“, – აცხადებს ბორელი.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია