პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის ვიდეომასალას ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში  ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაემგზავრა, სადაც ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა და ასევე მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში.

ასევე ნახეთ

პარლამენტის ახალი რეგლამენტით რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება. უქმდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც მთავრობის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია