პოლიტიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესაძლოა TikTok-ი აიკრძალოს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ითხოვს, რომ TikTok-ი სხვა მესაკუთრეზე გაიყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მობილური აპლიკაციის მოხმარება ქვეყანაში აიკრძალება.

ამჟამად TikTok -ი ჩინური კომპანიის, ბაიტ-დენსის მფლობელობაშია. ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ აპლიკაციის გამოყენებით ჩინეთს მილიონობით ამერიკელის პირად მონაცემებზე მიუწვდება ხელი, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს.

BBC-ის ინფორმაციით, TikTok-ის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ სხვა მფლობელზე გაყიდვით, მონაცემებზე წვდომის პოლიტიკა არ შეიცვლება.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია