პოლიტიკა

ჯეიმს უებმა მომაკვდავი ვარსკვლავის ფოტო გადაიღო

კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჯეიმს უები“ მომაკვდავი ვარსკვლავის WR 124 ფოტო გადაიღო, რომელიც სუპერნოვად გადაქცევის ზღვარზეა.

WR 124 ვოლფ-რაიეს სტადიაშია და დედამიწიდან 15 ათასი მზის წელიწადის მანძილზე, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ის მზეზე 33-ჯერ მასიურია.

ვოლფ-რაიეს ფაზა მასიური ვარსკვლავების ევოლუციის ერთ-ერთი ფინალური ეტაპია. ასეთი ვარსკვლავები ირმის ნახტომში ბევრი არ არის, რადგან ვოლფ-რაიედ მხოლოდ გარკვეული ვარსკვლავები გადაიქცევიან და ამ ფაზაში მცირე დროით რჩებიან – რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ WR 124 სუპერნოვა გახდება.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია