საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ფორუმზე 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ბიზნესფორუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმართება.
ქართველ მეწარმეებთან ბიზნესკავშირების დამყარების მიზნით, დელეგაციას თან ახლავს საამიროების წამყვანი და მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორიდან, როგორებიცაა: საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელები; სოფლის მეურნეობა; სტუმარმასპინძლობის სექტორი; საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, რძის პროდუქტების იმპორტი; წარმოება და გადამუშავება; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრია; უძრავი ქონება; საინფორმაციო ტექნოლოგიები.
გაიმართება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაამყარონ ბიზნესკავშირები მსხვილ კომპანიებთან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასევე, განიხილავენ საინვესტიციო შესაძლებლობებს, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივებს