თბილისში, მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედარი მეზობლებმა ნახეს.
არსებული ინფორმაციით, ლიფტში არის ცეცხლის კერის კვალი, ცხედარს კი ჭრილობები აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფოტო: 1tv.ge